ტურაშვილი დათო

დავით ტურაშვილი 1966 წლის 10 მაისს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ასევე ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას თბილისის, ხოლო შემდეგ ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას - ერლომ ახვლედიანის სასცენარო სახელოსნოში. იღებდა აქტიურ მონაწილეობას1980-იანი წლების სტუდენტურ მოძრაობაში, როგორც უნივერსიტეტის პრესკლუბის აქტიური წევრი. იყო 1989 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოწყობილი სტუდენტური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი პირველი რომანი დაიბეჭდა 1988 წელს. ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია "ჯინსების თაობა“, რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში გაიმართა თეატრალურ სარდაფში. გარდა სცენარებისა, წერს რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს. დავით ტურაშვილის პირველი პროზაული კრებული გამოქვეყნდა 1991 წელს. გამოცემული აქვს 12 წიგნი. მისი მოთხრობები თარგმნილია 7 ენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ პერიოდიკაში. არის ავტორი სამეცნიერო-კვლევითი წერილებისა ლიტერატურათმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან.
შემოქმდება
ამერიკული ზღაპრები

ტურაშვილი დათო
ნანახია: 7594 - ჯერ

ჯინსების თაობა

ტურაშვილი დათო
ნანახია: 7672 - ჯერ